მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის დაიხევს უკან კორონავირუსი?

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585745196
COVID-19

ახალი კორონავირუსის პანდემია აპრილის ბოლოდან უკან დაიხევს. ამის შესახებ ჩინელმა ეპიდემიოლოგმა ჩჟუნ ნანშანმა განაცხადა.

”დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ქვეყნის მიერ მიღებული მკაცრი ზომების წყალობით, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლი შესაძლებელია. მე ველოდები, რომ აპრილის ბოლოდან პანდემიის სიმწვავე უნდა შემცირდეს",- აღნიშნა ჩჟუნ ნანშანმა.

ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 203 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულთა რაოდენობა 876 884-ს შეადგენს, გარდაცვლილია 43 535 ადამიანი.