მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის უნდა ველოდოთ საქართველოში „ნოვავაქსისა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებს?

ნოვავაქსის და ჯონსონის ვაქცინები
1620208422
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პრესკონფერენციაზე საქართველოში „ნოვავაქსისა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინების შემოტანის პერსპექტივებზე ისაუბრა.

„ჯონსონ ენდ ჯონსონი“ ორი გზით შეიძლება შემოვიდეს საქართველოში. ეს არის „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით, რომელიც გვპირდება რომ მესამე კვარტალიდან შეიძლება მივიღოთ და ასევე გვაქვს კომუნიკაცია „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ოფისთან ყაზახეთში. განიხილავენ ჩვენს ინტერესს და მოკლე ხანში დაგვიკავშირდებიან კონკრეტული წინადადებით.

„ნოვავაქსთან“ მიმართებითაც მომდევნო კვირაში არის ჩანიშნული ზარი ამერიკის სათავო ოფისთან და უნდა განვიხილოთ ის პერსპექტივები, რომელიც ამ ვაქცინასთან დაკავშირებით გვაქვს.

გარდა ამისა, „ნოვავაქსი“ ასევე იქნება „კოვაქსის“ პლატფორმაზე და ამ გზითაც უკვე შესაძლებელია, რომ „ნოვავაქსი“ საქართველოში შემოვიდეს“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ვაქცინაცია ივლისიდან კიდევ უფრო გაფართოვდება, ხოლო მასობრივი ვაქცინაციის დაწყება სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.

👉 ქვეყანაში ამ დროისთვის სამი ვაქცინა კეთდება. ესენია: „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“ და „სინოფარმი“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ჯონსონ ენდ ჯონსონი“ საქართველოსთვის იდეალური ვაქცინაა“ - ნანა გეგეჭკორიტ

ეკატერინე ტიკარაძე: „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ მწარმოებელი მზად არის, რომ ჩვენთან მოლაპარაკებაში ჩაერთოს

„ჩვენ თუ გვინდა, ვიცხოვროთ ჩვენი წესებით და არა კოვიდის წესებით, ვაქცინაცია აუცილებელია“ - პაატა იმნაძე