მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ აღნიშნავენ საქართველოს მუსლიმები რამაზან–ბაირამს პანდემიის პირობებში

რამაზანის დღესასწაული
1589827911
COVID-19

მუსლიმური სამყარო ერთთვიანი მარხვის დასასრულს – რამაზან ბაირამს აღნიშვნავს. დღესასწაული სამ დღეს გასტანს. საქართველოში რამაზან ბაირამი კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარების დარულებიდან 2 დღეში – 24 მაისს აღინიშნება.

PIA.GE–ს კითხვაზე, როგორ აღნიშნავს ამ დღესასწაულს მუსლიმი მრევლი პანდემიის პირობებში, ჭელას მეჩეთის იმამი ჯამბულ აბულაძე აცხადებს, რომ 24 მაისს გაზაფხულის დღესასწაულს მუსლიმი მრევლი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად აღნიშნავს.

„23 მაისს დილით არის რამაზან ბაირიამის სადღესასწაულო ლოცვა. მოგეხსენებათ, ჩვენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე შევწყვიტეთ მეჩეთში შეკრებები. იმიტომ, რომ ადამიანი, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლეა მთავრი ღირებულება. 22 მაისს, როგორც ვიცით, მთვავრდება საგანგებო მდგომარეობა. შევიკრიბებით, თუ კი მთავობისა და ჯანდაცვის სამინისტრს რეკომენდაცია იქნება. ჩვენ ჩვეულებრივ ვიზეიმებთ ამ დღესასწაულს, თუ არა და – დავემორჩილებით მათ რჩევებს“, - უთხრა PIA.GE-ს ჯამბულ აბულაძემ.

18 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფცირების 701 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან განოჯანმრთელებულია 432 ხოლო გარდაცვლილია 12 ადამიანი. ქვეყანაში პანდემიის პიკური სეზონია.