მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ხდება კორონავირუსზე დიაგნოზის დასმა ტესტის ჩატრების გარეშე

სომხეთში დაავდებულთა რიცხვი
1586384198
COVID-19

ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმლოგიისა და ინფექციონოლოგიის განყოფილების ექიმის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის თამარ ჟამურაშვილის განცხადებით, კორონავირუსის დიაგნოზის დასმა ტესტის გარეშე, ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებითაა შესაძლებელი.

"კორონავირუსის დიაგნოზის დასმა ტესტის გარეშე არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში რადიოლოგებს აქვს დიდი მნიშვნელობა. გერმანიაში პნევმოლოგები ხშირად არ ვკითხულობთ რადიოლოგების დასკვნას, ჩვენ თვითონ ვუყურებთ. არადა რადიოლოგების როლი ძალიან დიდია, კომპიუტერული ტომოგრამა არის ტიპიური სურათი რომ დასვა დიაგნოზი, სამ ტომოგრამას რომ ნახავ მეოთხეზე უბრალოდ პისიარის ტესტი აღარ დაგჭირდება ისე დასვამ დიაგნოზსს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა პისიარმა პასუხი უარყოფითი აჩვენოს შეუძებელია რადიოლოგს ეს გამორჩეს", - განაცხადა ჟამურაშვილმა.

საქართველოში COVID 19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. დღემდე ინფიცირების 211 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 50 მოქალაქე.