მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ მკურნალობენ კორონავირუსით ინფიცირებულებს ევროპაში?

პაციენტი პალატაში
1585936239
COVID-19

"დარჩით სახლში, ეს არის წარმატებული ქვეყნების ერთადერთი რჩევა, რადგან ჩვენთან, რომ მოხვიდეთ ჩვენი რესურსი არ გვყოფნის და ვერ გიმკუნალებთ, ესეა ესპანეთში, გერმანიაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ეს ინფორმაცია ვიცი ჩემი კოლეგებისგან და იქ მცხოვრები ქართველებისგან, რომლებსაც ვუკავშირდებით", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ტელეკომპანია "პირველის“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, უცხოელ კოლეგებთან აქვთ კონტაქტი და ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, თუმცა მისი თქმით, საქართველოსგან უცხოელები უფრო მეტ კონსულტაციებს იღებენ, ვიდრე საქართველო მათგან.

"ავადმყოფებს უცხოეთში ეუბნებიან, თუ დამძიმდები და სუნთქვის უკამრისობა გექნება მხოლოდ მაშინ მოდი ჩვენთან. საქართველოში ერთი სიპტომიც რომ გაუჩნდეს მაშინვე 10 კაცი დავესევით", - აღნიშნა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა

თენგიზ ცერცვაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში არ იქნება მსგავსი შემთხვევა, როდესაც მსუბუქ პაციენტებს მიღებაზე უარს ეტყვიან.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 148 პაციენტია, 27 კი უკვე გამოჯნამრთელდა.

ასევე რამდნეიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით სასწრაფოს ექიმი დაინფიცირდა.