მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ შევარჩიოთ პირბადე, რომელსაც ყოველ დღე ვატარებთ?

პირბადე
1634216069
COVID-19

დრო სწრაფად შეიცვალა, გასულ წლებში არც კი ვფიქრობდით, რომ პირბადის ტარება საჭირო იქნებოდა, ახლა კი მისი ტარება სავალდებულოა. თუ თქვენ აპირებთ მაღაზიაში შესვლას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას ან სხვა საქმიანობის განხორციელებას, აუცილებლად დაგჭირდებათ ეს განუყოფელი ატრიბუტი.

ამ ახალ რეალობაში, ჩვენ მუდმივად ვეძებთ საუკეთესო პირბადეებს, რომლებიც ჰაერგამტარია, კომფორტულია და უზრუნველყოფს ვირუსებისგან დაცვას.

პირბადის შერჩევა თითოეული ადამიანისათვის ინდივიდუალურია, ზოგი მხოლოდ საჭიროებისათვის იყენებს, მოდაზე ორიენტირებული თინეიჯერები სილამაზის მიხედვით არჩევენ, ბავშვებისთვის ფერებისა და ხალისიანი ნახატების მიხედვით არჩევენ და ა.შ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უპირველესად, არჩევანი უნდა გააკეთოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად დაგიცავთ ის ვირუსის ნაწილაკებისაგან.

პირბადის ტარება გიცავთ თქვენ და თქვენს ირგვლივ ყველას, ასევე, ის გვეხმარება ამ პანდემიის მართვაში. ჩვენ, ასევე, შეგვიძლია თავი კომფორტულად ვიგრძნოთ და საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ მათი ტარებისას.

როგორ მოვირგოთ სწორად პირბადე?

ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მან უნდა დაფაროს ცხვირი, პირი და მჭიდროდ მოერგოს სახეს ისე, რომ სახის გვერდებზე არ იყოს ხარვეზები.

Associated Press-მა გამოაქვეყნა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია, რომ აირჩიოთ პირბადეები, რომელთაც აქვთ ორი ან მეტი ფენა. ის უნდა შეიცავს ცხვირის სპეციალურ მავთულს, ასე რომ იგი მჭიდროდ მოირგოთ სახეზე, რათა ხელი შეუშალოს ვირუსის შეღწევას. ის უნდა ბლოკავდეს სინათლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქსოვილი უფრო მეტ ნაწილაკს გაფილტრავს.

თუ გსურთ დამატებითი დაცვა, ექსპერტები, ასევე, გირჩევენ ორი პირბადის ტარებას. ასევე, მნიშვნელოვანია კომფორტული პირბადის პოვნა, რადგან ყოველდღე გიწევთ მისი ტარება.

კალიფორნიის უნივერსიტეტის, ბერკლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მეცნიერებების პროფესორი ლორა კვონგი აღნიშნავს, რომ თუ პირბადეების მარაგი ხელმისაწვდომია, ადამიანებს შეუძლიათ პირადი მოხმარებისთვის აირჩიონ ერთჯერადი N95 პირბადეები.

CDC-ის განახლებულ მითითებაში ნათქვამია, რომ ასეთი პირბადეები ყველაზე ეფექტიანად მიიჩნევა ვირუსის ნაწილაკების დაბლოკვაში.

სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის რეკომენდებულია სახის ალტერნატიული საფარი, როგორიცაა პირბადეები გამჭვირვალე პლასტმასის პანელებით.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✅ჯანმოს მეცნიერ-მრჩეველთა ახალი გუნდი კორონავირუსის ახალი პათოგენების წარმომავლობას შეისწავლის

✅N95 - საუკეთესო პირბადე კორონავირუსისგან დასაცავად

✅რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ბავშვებსა და მოზარდებზე?