მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორი ამინდის პირობებშია კორონავირუსი ყველაზე სახიფათო?

ჰაერის ტემპერატურა
1590605139
COVID-19

ჩინელმა მეცნიერებმა, 185 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით, კორონავირუსის გავრცელებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ამინდის პირობები გამოიკვლიეს.

ლანჩჟოუს უნივერსიტეტის ექსპერტებმა კვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების ნახევარზე მეტი +5-დან +15 გრადუსამდე ჰაერის ტემპერატურის პირობებში დაფიქსირდა. მათ იანვრიდან მაისამდე დაფიქსირებული 3.75 მლნ შემთხვევის შესახებ მონაცემები გადაამოწმეს და დაასკვნეს, რომ ინფიცირების შემთხვევების 60% იმ ქვეყნებში გამოვლინდა, სადაც აღნიშნულ პერიოდში ტემპერატურა +20 გრადუსს არ აღემატებოდა.

გამომდინარე აქედან, ინფექციონისტების აზრით, შემოდგომაზე შესაძლოა პანდემიის მეორე ტალღა დაიწყოს.

კვლევის შედეგების მიუხედავად, ექსპერტები ერთმნიშვნელოვნად ვერ ემხრობიან მოსაზრებას, რომ ჰაერის ტემპერატურის მატების პარალელურად კორონავირუსის გავრცელება შეჩერდება.