მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორი პირბადე უნდა ვატაროთ ფრენისას?

სამედიცინო თუ ნაჭრის პირბადე
1597045617
COVID-19

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციით, 60 წელს ზემოთ პირებმა ან მათ, ვისაც ქრონიკული დაავადება თუ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აღენიშნებათ, ფრენისას აუცილებლად უნდა ატარონ სამედიცინო ნიღაბი.

„ის ვირუსით ინფიცირებულთაგან უკეთ დაგიცავთ“, - ვკითხულობთ WHO-ს განცხადებაში.

რაც შეეხებათ მათ, ვინც თავს ჯანმრთელად გრძნობენ და არ უჩივიან რაიმე სიმპტომს, WHO- ს რჩევით, შეუძლიათ, ჩვეულებრივი ქსოვილისგან დამზადებული პირბადე გამოიყენონ.

ცნობისთვის, მსოფლიოში Covid-19-მა უკვე 20 026 211 ადამიანი დააინფიცირა, მათგან 12 900 757 გამოჯანმრთელდა, 734 025 კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს, ვირუსი ქვეყანაში კიდევ 10-მა პაციენტმა დაამარცხა.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1010-ს შეადგენს. გარდაცვლილი კი 17 ადამიანია.

საქართველოში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.