მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომელი პირბადის გამოყენება არ არის საჭირო? - განმარტება

პირბადე აფთიაქებში
1586005558
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა პირბადეების გამოყენების წესი.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ სამედიცინო პერსონალი იხმარს პირბადეს, ის ერთჯერადი გამოყენების უნდა იყოს. მისივე განმარტებით, საყოფაცხოვრებო პირბადის მოხმარების შემდეგ აუცილებელია მისი გარეცხვა და კარგად დაუთოვება.

"შავი პირბადე იქნება თუ თეთრი, ახლა დიზაინერების გვარებს არ დავასახელებ. დაიწყეს პირბადეების შეკერვა თავიანთი ლოგოებით. კარგია, რომ საქართველოში დაიწყეს პირბადეების შეკერვა. ზოგადად, ჩვენთან რასაც ვხმარობთ არის რესპირატორები და პირბადეები N99, რომელიც არ გვჭირდება. N95 ასევე საშიში ინფექციების დროს, რომელიც არც ერთ თქვენგანს არ გიკეთიათ, მაგრამ გვაქვს მარაგში. შემდეგ არის ის პირბადეები, რასაც მოსახლეობა ეძახის პირბადეს. არის ე.წ. ერთჯერადი ხმარების, ქირურგიულ პირბადეს ვეძახით, რომელიც 2-3 საათი შეიძლება გეკეთოთ და შემდგომ უნდა გადადგდოთ. არის ასევე პირბადეები, რომელსაც კერავს საქართველოს ერთ-ერთი სამკერვალო, რომლის დანიშნულება ძირითადად არის საყოფაცხოვრებო და მრავალჯერადი ხმარების. შეგიძლიათ გარეცხოთ და კარგად დააუთოვოთ. თუ სამედიცინო პერსონალი იხმარს ის ერთჯერადი ხმარების უნდა იყოს. ეს არის მთელი ფილოსოფია ", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 157 შემთხვევაა გამოვლენილი. დღეს, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.