მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ციხეში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ციხის გისოსები
1586189972
COVID-19

რუსეთში, რიაზანის ოლქის N5 კოლონიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ფაქტის დადასტურების შემდეგ კოლონიაში საგანგებო ზომები შემოიღეს. შეწყდა მსჯავრდებულთა მიღება და მათი სხვა დაწესებულებაში გადაყვანა, ასვე პაემნები და ამანათების მიღება.

ადგილობრივი გამოცემის ცნობით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირს კორონავირუსზე ტესტი უკვე ჩაუტარდა. მათი პასუხები უარყოფითია. თვითიზოლაციაში იმყოფებიან კოლონიის ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახის წევრები. თავად ინფიცირებულის მდგომარეობა მსუბუქია.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 6000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 47 ადამიანი.