მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა

რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა
1634833633
COVID-19

რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი AY.4.2 დელტა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

მეცნიერები ყურადღებით აკვირდებიან გამოვლენილ ახალ ვარიანტს, რადგან ის უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე დელტა ვარიანტი.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ახალმა ვარიანტმა დელტა ვარიანტი სრულად ჩაანაცვლოს.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ლოკდაუნი გამოცხადდა. 1 კვირის განმავლობაში დაიხურება სამთავრობო სამსახურები.

ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით დაინფიცირების და გარდაცვალების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გამოვლინდა დაინფიცირების 36 339 შემთხვევა და ვირუსს კიდევ 1 036 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში 60 წელზე უფროსი პირებისთვის, ვისაც ვაქცინაცია არა აქვთ ჩატარებული, 2021 წლის 25 ოქტომბრიდან 2022 წლის 25 თებერვლამდე „სახლის რეჟიმი“ წესდება.

როგორც მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, „სახლის რეჟიმი“ ქრონიკული დაავადებების მქონე აუცრელი პირებისთვისაც წესდება. ეს პირები მუდმივ საცხოვრებელ ადგილას ან აგარაკზე უნდა იმყოფებოდნენ. შეზღუდვა არ წესდება სუფთა ჰაერზე გასეირნების ან სპორტით ვარჯიშის შემთხვევებზე.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 60 წელზე უფროს ადამიანებს, ვისაც ვაქცინაცია ჩატარებული არა აქვს, 8 ნოემბრიდან სოციალური ბარათები დაებლოკებათ.