მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებლთა რაოდენობამ 2300-ს გადააჭარბა

რუსეთი კორონა
1585652416
COVID-19

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 501-ით – 2337-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი თითქმის გაორმაგდა და 17-ს მიაღწია.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში უკვე განიკურნა 121 პაციენტი, კრიტიკული მდგომარეობა კი მხოლოდ 8 პირს აღენიშნება. მედიკოსთა დიდი ნაწილი ამ რიცხვებს არ ეთანხმება. მათ უჩვეულოდ გაზრდილი პნევმონიის შემთხვევათა სტატისტიკა აეჭვებთ. გარდა ამისა 145 მლნ-იან ქვეყანას ჩინეთთან 4200 კმ-იანი სახმელეთო საზღვარიც გააჩნია.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მძიმე მდომარეობა თურქეთშია - 10 827 ინფიცირებული და 168 გარდაცვლილი.

ინფიცირებულთა რაოდენობა 532-მდე გაიზარდა სომხეთში, სადაც ვირუსს 3 ადამიანი ემსხვერპლა. 273 ინფიცირებულიდან 4 პაციენტი გარდაიცვალა აზერბაიჯანში.

რაც შეეხება საქართველოს, 31 მარტის მდგომარეობით საქართველოში სულ აღრიცხულია ლაბორატორიულად დადასტურებული ინფიცირების 110 შემთხვევა, საიდანაც 21 გამოჯანმრთელდა და არავინ გარდაცვლილა. კარანტინის რეჟიმში 4995 პირი იმყოფება, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 278 ადამიანი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა, საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 5 მოქალაქე გარდაიცვალა, ყველა მათგანს თანმდევი სხვა დაავადებაც გააჩნდა.