მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბურთალოს კლასტერში 103 პირია გამოკვლეული

ინფექცია, 2020
1591002478
COVID-19

საბურთალოს კლასტერიდან კორონავირუსზე კვლევა 103 პირს ჩაუტარდა, რომელთაგან ინფიცირება 23-ს აქვს დადასტურებული.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით აღნიშნული კლასტერიდან თვითიზოლაჩიაში 42 პირი იმყოფება. მიმდინარეობს ინფიცირებული პირების სხვა კონტაქტების გამოვლენა და იზოლაციაში მყოფ პირებზე დაკვირვება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსალოდნელი არ არის, რომ საბურთალოს კლასტერი მნიშვნელოვნად გაფართოვდეს.