მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 100-მდე მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის კლინიკის შენობა
1586190668
COVID-19

"საჩხერის სამედიცინო ცენტრში ასამდე მედიკოსს კორონავირუსზე სწრაფი ტესტი ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია", - ამის შესახებ დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არც ერთი ექიმი ამ დროისთვის იზოლაციაში არ იმყოფება და კლინიკა შეუფერხებლად მუშაობს. საჩხერის სამედიცინო ცენტრში დადასტურებული Covid-19 -ით სამი პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მათ შორისაა ინფექციონისტი, რომლიც სავარაუდოდ პაციენტისგან ინფიცირდა. ექიმი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბენიამენ ფალავანდიშვილის მეუღლეა.