მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ ორ პაციენტს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება

საჩხერის კლინიკა
1585561019
COVID-19

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ანალიზებს, სავარაუდოდ, დღეს აუღებენ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, კლინიკას დატოვებენ.

ამ დროისთვის ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი გადის მკურნალობას. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღის წინ გაეწერა. კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით ოთხი ახალი პაციენტი ყავთ, მათ ანალიზებს დღეს აუღებენ. საჩხერეში, კარანტინში, 55 მოქალაქეა მოთავსებული.