მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საკარანტინო სივრცეები კიდევ 62-მა პირმა დატოვა

საკარანტინო სივრცე დატოვეს
1585826474
COVID-19

კახეთში, სასტუმრო „პარკ ჰოტელსა“ და „შატო მერეში“ არსებული საკარანტინო სივრცეები კიდევ 62-მა ადამიანმა დატოვა.

მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს  ჯანმრთელები დაუბრუნდენ. საკარანტინო ზონიდან გამოსული მოქალაქეების ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. 

„კიდევ 62-მა ადამიანმა გაიარა 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მათ ვაცილებთ სახლებში, სრულებით ჯანმრთელებს. თითოეულ მათგანს, ვისაც ესაჭიროება სატრანსპორტო საშუალება, ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას. ამ ეტაპზე ჩვენ ვთანამშრომლობთ 82 სასტუმროსთან,“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.   

ამ ეტაპზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული საკარანტინო ზონები საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 5500-ზე მეტი ადამიანია განთავსებული. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეები 1400- ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.