COVID-19

საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს

stop covid-19
18:41 07.04
დაკოპირებულია

სამხრეთ კავკასიაში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ვითარება ამ დრომდე სამივე სახელმწიფოში კონტროლს ექვემდებარება. ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების სიმცირით საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2 მარტს გამოვინდა და შედარებით სწრაფად გავრცელდა, სწრაფი გავრცელების მიზეზი 2 შემთხვევა გახდა: წვეულება ქალაქ ეჩმიაძინში და მსხვილ სამკერვალო ფაბრიკაში შეტანილი ვირუსი. 7 აპრილის მდგომარეობით სომხეთში ინფიცირების 853 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 8 გარდაიცვალა და 87 გამოჯანმრთელდა.

აზერბაიჯანში COVID 19-ის გავრცელება 28 თებერვლიდან დაიწყო. 7 აპრილის მდგომარეობით ინფიცირების 717 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. 8 პაციენტი გარდაიცვალა, 44 გამოჯანმრთელდა.

საქართველოში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 7 აპრილის მდგომარეობით სულ აღრიცხულია 195 შემთხვევა, საიდანაც 3 პაციენტი გარდაიცვალა, სამივე მათგანი ასაკიანი იყო (79, 81 და 86 წლისები) და სამივე მათგანს სხვა ქრონიკული დაავადებებიც აწუხებდათ, რაც COVID 19-ის შემთხვევაში ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობას ზრდის. უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე სამშობლოში იქნა დაბრუნებული, 45 პირი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობის კურსს 145 პაციენტი გადის. კარანტინის რეჟიმში მყოფთა რაოდენობა 4708-ს შეადგენს, 370 პირი სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით თავდაპირველი პროგნოზი, რომლის თანახმადაც პიკის დროს დღიურად ინფიცირების 400-მდე შემთხვევის გამოვლენას ვარაუდობდნენ გადაიხედა და ის 100-მდე შემცირდა.

ფულის გადახურდავება

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნებია...

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მ...
"ჩვენს უწყებას ნატოსთან აბსოლუტურად წარმატებული თანამშრომლობა აქვს. ყველა სიახლე და განახლება ემსახუ...
14:39
2019 წელს მედიააკადემიამ აქტიური საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო, შექმნა და გაავრცელა სასწავლო მას...
14:29
რუსული სახელმწიფო კორპორაციის „როსკოსმოსი“ შემადგენლობაში არსებული ქარხანა, რომელიც რაკეტმზიდების ძრ...
14:19
კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნით ბათუმში აქციები გრძელდ...
14:17
საქართველოში შიდა ფრენები ჯერ არ აღდგება შიდა ფრენები ჯერ არ აღდგება
რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით აკრძალულად რჩება. ამას "იზოლაც...
არჩილ კბილაშვილი საქალაქო სასამართლოს გა...
2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც თავ...
ვარკეთილის 3-ის III ა მიკრორაიონში არსებ...
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიო...
პეტერბურგის ინფექციურ საავადმყოფოში ხანძ...
სანქტ-პეტერბურგის ინფექციურ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა....