მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში ლიდერია

პირბადე ქუჩებში
1606141250
COVID-19

საქართველო ბოლო 1 კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების კუთხით მსოფლიო მასშტაბით ლიდერ პოზიციაზეა. 

ბოლო 1 კვირაში 100 ათას მოსახლეზე 95.9 ადამიანი ინფიცირდა. რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია მსოფლიოში.

ამასთან, საქართველოს გარდა, დროის ამავე მონაკვეთში ინფიცირების ზრდის მაღალი დინამიკა ფიქსირდება შემდეგ ქვეყნებში: ლუქსემბურგი, მონტენეგრო, სერბეთი, ანდორა და სლოვენია.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ბოლო ერთ კვირაში 100 ათას მოსახლეზე აზერბაიჯანში 25 ადამიანი ინფიცირდა, რუსეთში 16 ადამიანი, თურქეთში 5.6 ადამიანი, ხოლო სომხეთში 43 ადამიანი.

აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები nytimes-ზე ქვეყნდება.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ 19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.