მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში 80-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

პაციენტი პალატაში კორონავირუსი
1600587471
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1981 აქტიური შემთხვევიდან 80 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 14-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

მისი თქმით, კოვიდ-ცენტრებში 836 პაციენტია მოთავსებული, დანარჩენი ინფიცირებულები კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ საკარანტინო სივრცეებში რჩებიან.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისთვის, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტია, რომელთაგან ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული, ხოლო ორის მდგომარეობა მძიმეა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულია 1494 და გარდაცვლილია 19 პაციენტი.