მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში 84 000 PCR, 24 000 ანტისხეულების და 200 000 სწრაფ ტესტს შემოიტანენ

კორონავირუსი 2020
1586344291
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში 84 000 PCR, 24 000 ანტისხეულების და 200 000 სწრაფ ტესტს შემოიტანენ.

"საქართველოში უკვე ადგილიზეა "პისიარ" ტესტების რაოდენობა 2 000 ოქროს სტანდარტის, დამატებით 10 000 ტესტი. გზაშია 18 000 ტესტი და საერთო შეკვეთის რაოდენობაა 84 000.

4 000 ანტისხეულების ტესტი უკვე ადგილზეა და გზაშია 20 000 ტესტი. საერთო შეკვეთის რაოდენობაა 24 000.

ის სწრაფი ტესტები, რომელსაც მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან, რომელსაც საკმაოდ ფრთხილი გამოყენება ესაჭიროება და მეტი მეთვალყურეობა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხის და ოქროს სტანდარტის დაცვა, ჩვენ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოვიყენებთ სწრაფ ტესტებს, მათი რაოდენობა ამ ეტაპზე არის 2 000, 52 ათასი არის გზაში და საერთო შეკვეთის რაოდენობა, მას შემდეგ, რაც უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ სწრაფი ტესტების უსაფრთხოდ , მაღალი სანდოობის გამოყენების სტანდარტი, ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ დამატებით 200 000 შემოვიტანოთ ქვეყანაში", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 208 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 48 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.