მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში COVID-19-ისგან განკურნებელთა მაჩვენებელი 78%-ია

კორონავირუსი, ისრაელი, მკურნალობა
1591001127
COVID-19

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა მაჩვენებელი 78%-ს შეადგენს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო რეგიონში ოაზისად რჩება.

რაც შეეხება ბავშვებს, ქვეყანაში ამ დრომდე კორონავირუსი ჯამში 72 ბავშვს ჰქონდა დადასტურებული.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ეპიდვითარება მწვავეა.

"მნიშვნელოვნად დაძაბულია ეპიდვითარება ჩვენს მეზობელ ოთხივე ქვეყანაში. თურქეთის გარდა ყველგან ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება. ასევე არასახარბიელოა ვითარება ბელარუსში, უკრაინაში, ყაზახეთსა და მოლდოვეთში",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კოვიდინფიცირების 794 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 624 და გარდაცვლილია 12 პაციენტი.