მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში COVID-19 კიდევ 6-მა პაციენტმა დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 ივნისი 2020 წ.
1591164275
COVID-19

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი განიკურნა, ჯამში გამოჯანმრთელებულია 640.

Stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 800 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 13 გარდაცვლილია.

კარანტინის რეჟიმში 2424 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 304 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ქვეყანაში შიდაგადადების პერიოდი მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო. პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, მთავრობას საგანგებო მდგომარეობა, მკაცრი საკარანტინე რეჟიმი და კომენდანტის საათი ჰქონდა გამოაცხადებული, ამ დროისთვის ვირუსის პიკური სეზონი გადავლილია.

ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება და დაწესებულებებსა და მოქალაქეებს სპეციალური რეკომედაციები ეძლევათ.