მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 2 პირი განიკურნა

ადამიანის ფილტვების რენტგენი
1585587973
COVID-19

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტიდან 2 განიკურნა, - აღნიშნული ინფორმაცია კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ PIA-GE-ს დაუდასტურა.

"დღეს გაგზავნილი განმეორებითი ტესტების პასუხების მიხედვით საჩხერის კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა. გამოჯანმრთელების ერთი შემთხვევა წინა კვირას გვქონდა. ამასთან დაფიქსირდა დაავადების ერთი ახალი ფაქტი და სულ ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი რჩება",- განუცხადა PIA.GE- ს ქამუშაძემ.

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით 100 პირია ინფიცირებული. მათგან კი 20 გამოჯანმრთელდა.

საქართველოში COVID-19-ის პრევენციის მიზნით 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.