მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-3 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა
1600775631
COVID-19

საქართველოში, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

22 სექტემბრის მდგომარეობით ქვეყანაში კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, კოვიდინფიცირებით გარდაცვლილი მესამე პაციენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი.

„მძიმე პაციენტი იყო და თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა“, - დასძინა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის ყველაზე მეტი აჭარაში დადასტურდა. ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

დღეს, კოვიდინფიცირების შედეგად ერთი პაციენტი ბათუმში, მეორე კი ქუთაისში გარდაიცვალა.