საქართველოში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ჯამში 24 პაციენტია გარდაცვლილი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 227-ით გაიზარდა, 69 პაციენტმა კი, ვირუსი დაამარცხა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1643 გამოჯანმრთელებულია.