მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი ინფიცირდა, 1 ივნისი 2020 წ.
1590991612
COVID-19

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 11-ით გაიზარდა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 794 დადასტურებული შემთხვევაა.

დღეს, წინა დღეებისგან განსხვავებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 19-მა დაამარცხა, ჯამში, გამოჯანმრთელებულია 624 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2494 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 301 პაციენტი.