საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში COVID-19-ის 188 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უკვე დაბრუნდნენ, 36 გამოჯანმრთელდა, 2 გარდაიცვალა. ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 148 პაციენტი მკურნალობს.
კარანტინის რეჟიმში 5056 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 386 პაციენტი.