საქართველოში კოვიდინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
15 აგვისტოს მდგომარეობით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1321- მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 7597 ადამიანი. სულ ვირუსს 17 ადამიანი ემსხვერპლა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.