მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 28 მაისი 2020 წ.
1590646862
COVID-19

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 738 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 573 გამოჯანმრთელებულია, 12 გარდაცვლილი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად აჭარბებს ახალ დადასტურებულ შემთხვევებს.

დღევანდელი მონაცემით, კორონავირუსისგან 16 პაციენტი განიკურნა, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა კი, მხოლოდ 3-ით გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 250 პაციენტი.