მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი დადასტურებული შემთხვევაა

პირბადიანი ქალი
1586239138
COVID-19

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 7-ით გაიზარდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში COVID-19-ის 195 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უკვე დაბრუნდნენ, 39 გამოჯანმრთელებული, 2 გარდაცვლილი. ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 152 პაციენტი მკურნალობს.

კარანტინის რეჟიმში 4735 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 383 პაციენტი.