მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
1596781262
COVID-19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

7 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1213-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. გარდაცვლილია 17 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთის მთავრობამ 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა. 2020 წლის 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ ინფექცია გადამდებია.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.