მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ექიმი ლევან რატიანი
1585406877
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა. პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმყოფილებელია.

"COVID-19-ით ინფიცირებულებს ერთი პაციენტი დაემატა და ჩვენს კლინიკაში უკვე მე-15. მინდა გითხრათ, რომ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით, გამოვლინდა "დაბურული მინის" სინდრომი, რაც ამ დაავადებისთვის არის დამახასიათებელი. პაციენტი შუახნის მამაკაცია და მსი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ამ დრომდე ინფექცია სულ 86 პირს აქვს გამოვლენილი.