საქართველოში კორონავირუსის კიდევ სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის ჯამში 134 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უკვე დაბრუნდნენ, 26 კი, გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 106 პაციენტი მკურნალობს.