მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 ივლისი 2020 წ.
1594705908
COVID-19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 13-მა პაციენტმა დაამარცხა. stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 870-მდე გაიზარდა.

დღეს კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში, 999-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში 5001 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 219 პაციენტი.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.