მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან 270 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1601361946
COVID-19

საქართველოში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 270-მა ადამიანმა შეძლო. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

29 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსისგან სულ გამოჯანმრთელებულია 2324 პაციენტი. რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს მათი რიცხვი 5866-ს შეადგენს. ვირუსისგან გარდაცვლილია 33 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.