მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1596521513
COVID-19

საქართველოში კოვიდ-19 კიდევ 3-მა პაციენტმა დაამარცხა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

4 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 962-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 7007 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 280 პაციენტი.

ცნობისთვის, კოვიდინფექცია გასული წლის დეკემბერში პირველად გამოვლინდა. გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულია 18 მლნ ადამიანი.