მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან ჯამში 46 პაციენტია გამოჯანმრთელებული

ექიმები პაციენტს სახლში უშვებენ
1586275505
COVID-19

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან დღეს 7 პაციენტი განიკურნა.

კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში 46 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 195 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. დღეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ჯანმში გარდაცვლილია სამი პაციენტი. ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 144 პაციენტი მკურნალობს.