მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 31 მაისი 2020 წ.
1590908910
COVID-19

საქართველოში კოვიდინფექციის დამარცხება კიდევ 5-მა პაციენტმა შეძლო.

აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"განკურნებულებს ჯერჯერობით მხოლოდ 5 დაემატა და გახდა 605. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 166 პაციენტი", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 3031 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262. კოვიდინფექციას საქართველოში 12 ადამიანი ემსხვერპლა.