მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1596781419
COVID-19

საქართველოში კოვიდინფექციის დამარცხება კიდევ 7-მა პაციენტმა შეძლო. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

7 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 994-მდე გაიზარდა. რაც შეეხება დადასტურებულ კოვიდშემთხვევევს, მათი რიცხვი 1 213-ს შეადგენს.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. გარდაცვლილია 17 ადამიანი.

კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთის მთავრობამ 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა. 2020 წლის 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ ინფექცია გადამდებია.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.