საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში კი, გამოჯანმრთელებულია სულ 48 ადამიანი.
ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ვრცელდება.
კარანტინის რეჟიმში 4682 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 375 რჩება.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 208 შემთხვევაა გამოვლენილი. კოვიდინფექციას 3 ადამიანი ემსხვერპლა.