მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 16 პაციენტი განიკურნა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან ღამე 2020
1585410317
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ერთ გამოჯანმრთელებულ პაციენტს ჯერ-ჯერობით კლინიკა არ დაუტოვებია, თუმცა დილით ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და ის გამოჯანმრთელებულ პაციენტად ითვლება, ხოლო მეორე გაწერილი პაციენტი არის საჩხერის კლნიკიდან" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 86 პაციენტია.