საქართველოში კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Stopcov.ge-ს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 170 ფაქტი დაფიქსირდა.
კარანტინის რეჟიმში 5067 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 330 პირი რჩება. 4 აპრილს კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. სრულად გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი.