მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა
1606805900
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 303 გარდაცვალების შემთხვევა.

ამჟამინდელი მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 139343 შემთხვევა, აქედან 117560 განიკურნა, 1 303 ადამიანი კი გარდაიცვალა.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 454. მათ შორის, 6 366 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 744, აჭარაში-997, იმერეთში-1 256. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში-452, აჭარაში-152, იმერეთში-236. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში-185, აჭარაში-56, იმერეთში-44.

3 708 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 243-თბილისში, 1 920-აჭარაში, 266-იმერეთში. 10 380 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 978 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-456, აჭარაში-1 039, ხოლო იმერეთში-35.

სულ 6 ოქტომბრიდან-30 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 442 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 282 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 787 პირი, აჭარაში-11 362, იმერეთში-5 080“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

📌 COVID 19-ის პირველი შემთხვევა საქართველოში მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა, პანდემიად კი 11 მარტს გამოცხადდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

💢 ორთვიანი შეზღუდვები

💢 გებრეიესუსი: COVID 19-ის პანდემია დასრულდება