მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კოვიდინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
1602917428
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

17 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 16285-მდე გაიზარდა.

საქართველოში კოვიდვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. კოვიდ 19-ის თავდაპირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ჩინეთის ხელისუფლებამ იანვარში დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინფექცია გადამდებია. ვირუსმა უკვე მოიცვა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.