მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას“ - ინფექციონისტი

„საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას“
1634912049
COVID-19

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალვინა ჯავახაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ახალ შტამზე ისაუბრა.

მალვინა ჯავახაძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ახალი შტამები საქართველოშიც წარმოიქმნას.

მისი თქმით, ახალ შტამებს ძველთან შედარებით გავრცელების სისწრაფე ახასიათებს.

„კორონავირუსი სხვა ვირუსებისგან განსხვავდება იმით, რომ მას უფრო სწრაფი მუტაციის უნარი გააჩნია. ვირუსის გარემოში ცირკულირება რაც უფრო ხანგრძლივად იქნება და რაც, უფრო მეტი პოპულაცია იქნება დაუცველი ამ ვირუსის მიმართ, მეტი შანსია ახალთახალი შტამების წარმოქმნის. შტამის წარმოქმნა არის ვირუსის უნარი, რაც შეიძლება სწრაფად გავრცელდეს და მეტად გამრავლდეს, ჩვენ ქმედებას ის ასწრებს, ჩვენი ქმედება კი არის მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია. იმუნიზაცია მოხდება დაავადების გადატანით ან აცრით.

ახალი შტამი როდესაც წარმოიქმნება, ის ძველ შტამთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება. არ გამოვრიცხავ, როგორც ინფექციონისტი, თუმცა ამაში ეპიდემიოლოგები უფრო მეტად კომპეტენტურები არიან და ალბათ, გარკვეულ ოპონირებასაც გამიწევენ, საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას და დიდი ალბათობით, შესაძლებელია, სეკვენირება არ მომხდარა“, - აცხადებს მალვინა ჯავახაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა

👉 „მდგომარეობა არის კატასტროფული - შეიძლება საველე ჰოსპიტალიც დაგვჭირდეს“ - დევი ტაბიძე

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „გრიპის იმუნიტეტი განახლებადია და წელს ძლიერად იქნება გამოკვეთილი“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან“ - დევი ტაბიძე

👉 „მედიცინა მალე ჩიხში შევა, მოსახლეობა მედპერსონალის გარეშე დარჩება“ - ლევან რატიანი