მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოზე პატარა ყატარში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

ყატარი კორონავირუსი
1594106118
COVID-19

ყატარი 21-ე სახელმწიფო გახდა, სადაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. აშშ-ისა და ბრაზილიის შვიდნიშნა მაჩვენებლის შემდეგ 100 ათასი თითქოს არაფერია, მაგრამ უმთავრესი ამ შემთხვევაში ქვეყნის ზომაა. ყატარი მოსახლეობით საქართველოზე პატარაა.

არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე 11.5 ათას კვადრატული კილომეტრის მქონე ყატარში მოსახლეობა 2.8 მლნ-ს შეადგენს. ქვეყანაში 1 მლნ მოსახლიდან 35 738 კოვიდინფიცირებულია. იმავე პროპორციით საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი 132 000 უნდა ყოფილიყო, რაც ამჟამინდელზე 138-ჯერ მეტია.

მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყანაში - შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $138 000, ეპიდსიტუაცია მხოლოდ დაავადებულთა ნაწილშია მძიმე, სიკვდილიანობის კოეფიციენტი კი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და 0.13%-ს შეადგენს. გარდაცვლილთა რიცხვი ამჟამად 133-ს შეადგენს. შედარებისთვის ეს მაჩვენებელი საფრანგეთსა და ბელგიაში 15%-ს აღემატება.