მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამეგრელოში კორონავირუსი კიდევ 15 პირს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
1601369460
COVID-19

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე გამოკვლეული 652 ბიოლგიური ნიმუშიდან, 15-ის პასუხი დადებითია.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 6 პირი ე.წ. საბერიოს კლასტერს მიეკუთვნება, 1 ხობის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება, 3 სენაკში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ზუგდიდში კი ინფექცია 5 პირს დაუდასტურდა რომელთაგან ოთხი მოსწავლეა.

„1 ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს განეკუთვნება, ხოლო 4 მოსწავლე ე.წ. რეპეტიტორის კლასტერია", - აღნიშნა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

ამ დროისთვის ზუგდიდის ორი სოფლის სკოლაში სწავლა დისტანნციურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილი თვითიზოლაციაშია.

რუხის კოვიდმიმღებ საავადმყოფოში 73 პაციენტი მკურნალობს, ფოთში კი 36 ინფიცირებული რჩება.