მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამხედრო ბაზებს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად უტარდება

თავდაცვის მეოთხე ბრიგადა
1586105314
COVID-19

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების IV მექანიზებული და V საარტილერიო ბრიგადების ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობამ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

სამხედრო ნაწილების სადეზინფექციო ჯგუფების მიერ სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება სასადილოები, საცხოვრებელი ყაზარმები, დერეფნები და სველი წერტილები. ასევე, დეზინფექცია რეგულარულად უტარდება გზის სავალ ნაწილსა და საკონტროლო გამშვებ პუნქტებს.

თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტი ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით მუდმივად ახორციელებს თითოეული ქვედანაყოფის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგს.