მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამცხე-ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა შემცირდა

კორონავირუსის კარანტინი
1586170882
COVID-19

სამცხე-ჯავახეთის შვიდ საკარანტინე ზონაში, ექვსი აპრილის მდგომარეობით, 262 პირი იმყოფება. მათგან 27 მოქალაქე ახალციხეში არსებულ საიზოლაციო სივრცეშია მოთავსებული, დანარჩენი კი ბაკურიანში, ხუთ სასტუმროშია გადანაწილებული. აბასთუმნის ფილტვის ცენტრში შექმნილ საკარანტინე ზონაში, ორი დღეა რისკ-ჯგუფის არც ერთი პირი არ ჰყავთ.

რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტში, თვითიზოლაციაში 17 პირი რჩება. აქედან 2-2 ნინოწმინდასა და ახალციხეში, 6 ახალქალაქში, 7 კი ბორჯომში არის მოთავსებული.

რეგიონის საკარანტინე ზონებში გადაჰყავთ პირები, რომლებმაც სასაზღვრო გამშვები პუნქტები გადმოკვეთეს და საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდნენ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 188 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი.