მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამცხე-ჯავახეთში სასწრაფო დახმარების 26 თანამშრომელი კოვიდინფიცირებულია

სასწრაფო მსაედიცინო დახმარება
1603184483
COVID-19

სამცხე-ჯავახეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 26 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათგან 13 ახალციხის, 13 კი ახალქალაქის სასწრაფო დახმარების პერსონალია.

ინფიცირებულები არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების როგორც ექიმები და ექთნები, ასევე მძღოლებიც.
ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის კორონავირუსის დაუდასტურების შესახებ ინფორმაცია 19 ოქტომბერს სასწრაფო დახმარების განყოფილების მენეჯერმა ერემ ეზოიანმა დაადასტურა. იგი ამბობდა, რომ თანამშრომლების იზოლაციაში ყოფნის გამო, ახალქალაქის სასწრაფო დახმარება არ მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ ახალქალაქში დამატებითი ეკიპაჟების მობილიზება მოუწიათ. „დამატებითი ეკიპაჟი მობილიზდა და ემსახურება ახალქალაქის მოსახლეობას“, - განმარტეს პრესსამსახურში.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების გარდა, რეგიონში COVID -19 სამედიცინო პერსონალს დადასტურებული აქვს ახალციხის კლინიკა „იმედსა“ და „ევექსშიც“.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა.